LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობლებმა პომიდვრები გვესროლეს იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

530
pjimage

“გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს”, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ “ტვ პირველის” ეთერში განცხადა. მისი თქმით, დოროყაშვილის ინტერესების დამცველების მიერ გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს.

საქართველოს კულტურის პალატა ნიკოლოზ ბასილაშვილს იცავს – “მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა…”

“ჩვენ პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლებმა კორპუსებიდან პომიდვრები ისროლეს ადვოკატების მისამართით, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ”, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშილი ყოფილი მეუღლეზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ სპორტსმენი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

„თამაშის დაწყების წინ მასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ, რომ აგრესიულად ეთამაშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა“, – ადვოკატი საქმის დეტალებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები