LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება: დევიდ მაკალისტერი

61
დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი ყველა არჩეულ პარლამენტარს პასუხისმგებლობის აღებისა და პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი შეფასებით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული, არამედ დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასთან და დელეგაციის წევრებთან. ახალ სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში.

პარლამენტში უნდა ისმოდეს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რაც ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში – კუჭავა

ისინი უნდა შეუერთდნენ პარლამენტს, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა. კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. ეს დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო პროევროპული საქართველოს მხარდამჭერი და ასეა დღესაც“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, დღეს ის გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ილიან ტილიოსს შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები