LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი და მიეცით სათანადო მკურნალობის საშუალება” – დევიდ მაკალისტერი

177
BeFunky-collage - 2022-12-14T004249.896

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი და მიეცით სათანადო მკურნალობის საშუალება, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოხსენებაზე განაცხადა.

როგორც მაკალისტერი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაკისრებული 12 პუნქტის შესრულება აუცილებელია.

“საქართველო ეკუთვნის ევროპას, იმისთვის რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს უნდა შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომელიც დაეკისრა. საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. პოლიტიკური აქტორები უნდა გაერთიანდნენ, რათა მათ მიმართ ნდობა გაძლიერდეს. ეს დაინტერესება ეკონომიკურ მდგომარეობაშიც უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. საქართველოში პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარების მიმართ აგრესიული მიმართვა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი და მას სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცით”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ამავე თემაზე:

„ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“ – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები: რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

“იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე” – მელია ბრეგაძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები