LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე” – მელია ბრეგაძის განცხადებას პასუხობს

151
ნიკა მელია - IPN-ს ფოტო

მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა – მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია, – ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას ასე ეხმაურება.

მელიას თქმით, რეგაძისთვის საზოგადოებრივი ინტერესი ოლიგარქის ინტერესია და მისთვის სხვა საზოგადოება არსებობს.

“ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება.

ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა – სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს

მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა – მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია.

სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონენებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი „სიმულირებს“, ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას.

მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი – არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება!

თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!”, – წერს ნიკა მელია.

ამავე თემაზე:

„ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“ – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები: რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g