LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისმენდნენ ჩემი და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლების საუბარს – ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

36
dekanoidzeimedi

“ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე”,- ამის შესახებ ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელი ქუთაისის პროკურატურაში შეიტანა.

“მე ვფიქრობ, რომ ყველამ ვისზეც არის ინფორმაცია და გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.

ჩემი ეპიზოდი რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის “მთავარზე” “ფორმულაზე” და “ტვ პრიველზე”, ონლაინ გამოცემებში, ეს იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს შორის. ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ამ მთავრობის პირობებში გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ როცა მართლმსაჯულება დამოუკიდებელი გახდება, საქმეებს გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g