LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ცხოვრება უფასოდ თუ გინდათ- ეს შეთავაზებაა თქვენთვისაა

1

აღმოაჩინე ნაკლებად ცნობილი იტალია Airbnb-სთან ერთად – როგორც იცით, იტალია ცნობილია თავისი უძველესი ქალაქების, რომისა და ფლორენციის სილამაზით, ტოსკანას ულამაზესი ბორცვებითა და ასევე ამფალის სანაპიროზე მდებარე მომხიბლავი სოფლებით. თუმცა, იტალიის ძალიან ცნობილი რეგიონების გარდა, არის ბევრი ნაკლებად ცნობილი და ღარიბი მხარე ამ ქვეყანაში, რომლის სილამაზეც გაგაოცებთ.

ერთ-ერთი ასეთია იტალიის სამხრეთით, მატერასთან ახლოს მდებარე, პატარა სოფელი გროტოლი, რომელიც მზად არის სრულიად უანგაროდ 4 ახალი მოსახლე მიიღოს და 3 თვე თავისთან აცხოვროს.

Airbnbის შეთავაზება აქვს მათთვის, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა და თავგადასავლებს ეძებს- შეგიძლიათ გაემგზავროთ გროტოლიში, გაჩერდეთ აქ 3 თვე, ნახოთ, როგორ ცხოვრობენ იტალიელები, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, ისწავლოთ იტალიური ენა… ამ ყველაფერში კი ფულს გადაგიხდიან.

ცნობისთვის, სოფელი გროტოლი მთებშია აშენებული. ამ დროისთვის, სოფლის დიდი ნაწილი დაცლილია და გროტოლის უკაცრიელ ადგილად გადაქცევის საფრთხე ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები