LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში წყალქვეშ დაკარგულმა სოფელმა მზის სინათლე იხილა

72
italynews525

იტალიაში მდებარე რეზიას ტბაზე რეზერვუარის შეკეთებისას გამოჩნდა სოფელი, რომელიც წყალქვეშ ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდა.  რეზიას ტბა, რომელიც  სამხრეთ ტიროლში, იტალიის ალპურ რეგიონში მდებარეობს, ავსტრიასა და შვეიცარიას ესაზღვრება.

ტბა ცნობილია შუაგულში ყინულოვანი წყლიდან ამოწვერილი სამრეკლოთი, რომელიც პოპულარული წიგნის და „ნეტფლიქსის“ სერიალის, „კურონის“ შთაგონების წყაროდ იქცა.

ხელოვნურმა ტბამ, სახელად  ლაგო-დი-რეზიამ სოფელი კურონი 1950 წელს დატბორა, როდესაც იქ ჰესის აშენება გადაწყდა. კურონი ასეულობით ადამიანით იყო დასახლებული, რომლებიც მისი დატბორვის წინააღმდეგი იყვნენ. ჰესის აშენების შემდეგ მათი უმეტესობა იქვე ახლოს დაარსებულ სოფელში დასახლდა.

მას შემდეგ, რაც რეზერვუარის სარემონტო სამუშაოების გამო წყალსაცავი დროებით დააშრეს, სოფელ კურონის ნაშთებმა კვლავ იხილა მზის სინათლე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ტბის ფსკერის ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ეკლესიის სამრეკლოს მიმდებარედ ჩანს საფეხურები, სარდაფები და კედლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის ნაშთების ნახვამ მათ უცნაური გრძნობა გაუჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები