LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ

345
1

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება.

?  კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g