დედაქალაქში, იუსტიციის სახლთან, დიდი ალბათობით, იახტკლუბი აშენდება. როგორც სოციალურ ქსელში გვერდი Architectural Forum წერს, პროექტი უკვე შეთანხმებულია და თანხმობაც გაცემულია.

პროექტის მიხედვით საუბარია 3 სართულიან შენობაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ სივრცეებს: მთავარი შესასვლელი, რეცეფცია და დაცვის ოთახი, იახტკლუბი, დირექციის ოთახი, მაშველების ოთახი თავისი სათავსოთი, სარემონტო სახელოსნო თავისი საწყობით, სანკვანძის ოთახები; სპორტული-საწყლოსნო ტურისტული საგამოფენო დარბაზი და სველი წერტილები და სხვა. იახტკლუბს ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომიც.

არსებული ინფორმაციით, პროექტს შპს „პრემიერ პარკი“ განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში იახტკლუბის პროექტის ფოტოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი შემდეგ კომენტარებს წერს:

  • ვისი დაპროექტებულია ეს კოშმარი?

  • მაგრად “ტეხამს”

  • ნუ შენობა რო ქაჯობის ზეიმია, ამაზე საუბარი არც ღირს

  • კიდევ ერთი მარაზმი ქალაქში. ეს რენდერი მაინც გაკეთე წესიერი, რა უბედურებაა ეს… მაგრამ დამნაშავე მერიის არქიტქტურის სამსახურია ამაზე ნებართვას რომ გაცემ…

პროექტის ფოტოებს bpn.ge ავრცელებს:

 

მსგავსი თემები