LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან” – თაკო ჩარკვიანი

584
BeFunky-collage - 2023-03-29T005502.304

ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდებიან ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე, – აღნიშნულის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ახალი შეფუთვით წარმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი, ახალი პარტიით. 2015 წელს 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა „წყალკანალი“, წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა. ასევე იყო ვალდებულება, რომ წყლის ტარიფი არ გაძვირდებოდა, არც ერთი ვალდებულება არ სრულდება.

2016 წელს, 240 მილიონ დოლარიანი ვალდებულება იხსნება, ანუ სახელმწიფო თავად იზარალებს თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერის გამო, ივანიშვილის ხელისუფლება ჩუქნის პრაქტიკულად, ხსნის 240 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულებას და ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, შემდეგ შენ როცა უნდათ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას.

ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

„კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებელი” – მელია ჩარკვიანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g