LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოს, კითხვები მგონი არავის აღარ დარჩა: სუბარი

61
subari

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი“.

სუბარის თქმით, გიორგი გახარიამ სახელმწიფოს უღალატა და ის რაც მან გააკეთა, იყო “სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა.”

“პირველივე წუთიდანვე ვამბობდით, რომ ის რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. ეს იყო სახელმწიფოს, სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. როცა კანონი უნდა აღსრულდეს, პრემიერი ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია და მიდის თანამდებობიდან, ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს – ამ კაცის მიზანი იყო ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა.

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა საბოლოო ჯამში.

ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი და თავის პოზიცია გაამჟღავნა მკაფიოდ, კითხვები მგონი აღარ დარჩა არავის,”- განაცხადა სუბარმა.

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს: ივანიშვილი

გახარიას პარტია მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად – ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g