LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს იბუპროფენით თვითმკურნალობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს

648
covid19dss

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს იმ პაციენტებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თავი შეიკავონ იბუპროფენით და იბუპროფენის ჯგუფის სხვა მედიკამენტებით თვითმკურნალობისაგან. როგორც WHO-ის პრეს-მდივანმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა, პრეპარატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვისაც ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი დანიშნულება აქვთ. დანარჩენებს კი მოუწოდებენ თავი შეიკავონ იბუპროფენის ან მისი შემცველი სხვა მედიკამენტის მიღებისაგან, რადგან ამან შესაძლოა უფრო გაართულოს Covid-19-ით გამოწვეული მდგომარეობა.

ლინდმაიერის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები იბუპროფენის მიღების შემთხვევაში COVID-19-ით სიკვდილიანობის შესაძლო რისკების დასადგენად და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით იბუპროფენის მიღებასა და Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი დადგენილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თვითნებურად არავინ მოიხმაროს იბუპროფენი ან მისი შემცველი სხვა მედიკამენტები.

“ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობით კვლევები არ ჩატარებულა. ისინი გრძელდება. ექსპერტები სწავლობენ მონაცემებს. თუმცა ამ დროისათვის ჩვენი რეკომენდაციაა, გამოიყენოთ პარაცეტამოლი და მოერიდოთ იბუპროფენს“, — განაცხადა WHO-ის პრეს-მდივანმა.

ლინდმაიერმა აღნიშნა, რომ იბუპროფენის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სამედიცინო ჟურნალში Lancet აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, მსგავსი რეკომენდაცია საფრანგეთის მოქალაქეებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმაც მისცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g