ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც დევნილებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, ამაღამ პროტესტს სანატორიუმ „ქართლთან“ გააგრძელებენ, ხვალიდან კი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გადაინაცვლებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები თემქიდან მსვლელობით მივიდნენ. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. დევნილები პროტესტის გაგრძელებას და შიმშილობას აანონსებენ. მათივე ინფორმაციით, დღეს, აქციის გამართვამდე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუმცა, სამინისტრო მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს. დევნილებისთვის უცნობია დაფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს.