LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

220
untitled-1 (4)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოში ონლაინ კლინიკის მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

“ონლაინ კლინიკის ფარგლებში 5000-ზე მეტმა  პაციენტმა სამედიცინო მომსახურება მიიღო და კოვიდი დაამარცხა. ამ სტატისტიკის და ტელემედიცინის ეფექტურობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს. სტატიას, რომელიც კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსისსამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინკლინიკაში დანერგილწარმატებულ საპილოტე პროექტსა და მის ავტორზე ვრცლად საუბრობს, სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოც ახლავს.  

„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის  გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და ადამიანების საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული გახადოს“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანისჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5 000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.

„ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, – განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

„ონლაინ კლინიკა ჩვენთვის და ზოგადად მგონი მსოფლიოსთვის სიახლე იყო. მისი საჭიროება არსებულმა კრიზისმა დაგვანახა, რადგან დაინფიცირებული პაციენტების 80% უკვე ბინაზე იმართებოდა და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გართულდა. ონლაინ კლინიკის მეშვეობით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და აუდიო და ვიდეო კონსულტაციებმა პირისპირ კომუნიკაცია წარმატებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ის, რომ ჯანდაცვიდს მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ამბავი შეიტყო, შეაფასა და მოგვიწონა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამგვარი სისტემა დაგვნერგეთ, – აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელმა, რომელმაც დავით მრელაშვილთან ერთად ახალი პროექტი ააწყო და მოქნილი სისტემა დღმდე ეფექტურად აგრძელებს მუშაობას.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ ვითარებაში, გურჯაანის კლინიკა ონლაინ რეჟიმში მოემსახურა კახეთის ყველა კოვიდ პაციენტს. ონლაინ მომსახურებისთვის, დღეში დაახლოებით 300 პაციენტის ზარს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენსა და დავით მრელაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგა, მან საჩუქრად გადმოგვცა კომპიუტერები, პულსოქსიმეტრები, რომელსაც დროებითი მოხმარების მიზნით ბინაზე ვაწვდიდით პაციენტს მათი მდგომარეობის და საჭიროების შესაბამისად. სწორად დაგეგმილმა პროცესმა და დროულად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო, რომ პაციენტის ეფექტური მართვის შესაძლებლობა შეიქმნა“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კლინიკის ფუნქციონირება მომავალშიც გაგრძელდება და ის სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები