LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

104
sinofarmi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

„სინოფარმი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

„სინოფარმის“ ვაქცინამდე მსგავსი რეკომენდაცია გაცემული იყო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ & ჯონსონის“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე.

როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები