LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯენი პეკჰამის“ წითელი კაბა, ყვავილებით მოქარგული გვირგვინი და ბროში დედოფლის ფოტოთი – ქეით მიდლტონი სამეფო მეჯლისზე

261
kate-middleton

სანამ მსოფლიო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალი დოკუმენტური ფილმის მოლოდინშია, მეფე ჩარლზი და დედოფალი კონსორტი კამილა პარკერი-ბოულსი სამეფო ვალდებულების შესრულებას აგრძელებენ. ამჯერად მეფემ და დედოფალმა დიპლომატიურ კორპუსს ყოველწლიურ მეჯლისზე უმასპინძლეს, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების მასპინძლებს შორის იყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ამერიკიდან.

ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა საყვარელი დიზაინერის „ჯენი პეკჰამის“ წითელ მბზინავ კაბაში. უელსის პრინცესას სამეფო ოჯახის კუთვნილი ყვავილებით მოქარგული გვირგვინი ეკეთა  და ასევე, ბროში, რომელზეც დედოფლის ფოტო იყო გამოსახული. რაც ეხება კამილას, დედოფალი კონსორტი ამჯერად „ანა ვალენტინის“ შავ კაბაში იყო გამოწყობილი და საფირონის თვლებით გაფორმებული გვირგვინი ეკეთა.

პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის რომანტიკული ფოტოები კულისებიდან – წყვილი სიყვარულს ასხივებს

ქეით მიდლტონი ბოსტონში „ბარბერის“ კუბოკრულ კაბასა და „ალექსანდრე მაკქუინის“ პალტოში ბრწყინავდა

უელსისის პრინცი და პრინცესა ამერიკაში ჩავიდნენ – ქეით მიდლტონი პრინცესა დიანას საფირონის საყურეებით გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g