გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარიშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში, მთელს სხეულზე მკვრივი-ბლაგვი საგნით დაზიანებები აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები კი შუბლის, თავის, მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში აქვს მიყენებული.
ამასთან, უწყების ცნობით, საქმე დამძიმდა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.
საქმეზე პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ:
გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა: პროკურატურის განცხადება