LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები ნისლებისა და ღრუბლების სამეფოდან – დიახ, ეს ბახმაროა (ფოტოები)

815
67338814-2550937351619170-2478180839708426240-n

უნიკალური მთის კურორტი გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის გასაოცარ გარემოს. დიახ, ეს ბახმაროა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს იზიდავს ვიზიტორებს თავისი სილამაზით და ბუნებრივი სამკურნალო თვისებებით.

ნისლებისა და ღრუბლების სამეფო – კურორტს ხშირად ამ სახელითაც მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მისი სილამაზის სრულად აღბეჭდვა ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ბახმაროს ადგილზე უნდა ეწვიოთ.

თუმცა, ვიდრე ბახმაროში გამგზავრებას გადაწყვეტთ, არ იქნება ურიგო, რამდენიმე ფოტოს თუ გადაავლებთ თვალს. კადრები, რომლებსაც სოციალურ ქსელში გვერდი დრონოგრაფია  Droneography Georgia ავრცელებს, ნამდვილად გიბიძგებთ რომ ზაფხული სწორედ ბახმაროში გაატაროთ.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

დამატებითი ინფორმაცია ბახმაროს შესახებ:

კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია, ზაფხულიც ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. სიმაღლე ზღვის დონიდან 2050 მ. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია.

ამასთან, ბახმაროში არის მთა გადრეკილი, დამსვენებლებში მთა ცნობილია “მზის ამოსვლის გორის” სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, აქ საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე, სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები