LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფეებში, დახურულში და ღიაშიც, ჭამის დროს არა, მაგრამ საუბრის დროს პირბადე აუცილებელია – გამყრელიძე

239
BeFunky-collage (3)

“კორონავირუსის დასამარცხებლად მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირება და ყველა წესის დაცვაა”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “კოვიდ 19”-ის საბოლოო დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

“ის აზრი, რომ ჩვენ დავამარცხეთ დაავადება, არის ილუზია, ჯერ ასე არ არის. კორონავირუსის საბოლოო დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მძღოლის დროს კი მთავარი იარაღი, სოციალური დისტანცირებაა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ შეკრებებს. 10 ადამიანის შეკრების დროს ყველამ უნდა ატაროს პირაბდე, მათ შორის კაფეებშიც.  4- 5 ადამიანი მაგიდის ირგვლივ რომ დაბრძანდებით, ჭამის დროს არა მაგრამ საუბრის დროს პირბადე აუცილებელად უნდა გეკეთოთ. მესმის, რომ ცხელა ზაფხული მოვიდა, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ და ვატაროთ პირბადე“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსნებეთ, დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში ღია ტიპის კაფეები გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები