ავსტრალიელი მომღერლის კაილი მინოუგის მიერ  American Idol-ის ფინალზე შესრულებული ახალი ჰიტი, იღბლიანი აღმოჩნდა. დღეს სიმღერა Padam Padam პრაქტიკულად ყველაზე მოსმენადი ჰიტია ინტერნეტში. სოციალური ქსელების მომხმარებლები სიმღერის საკუთარ ვერსიებს გვთავაზობენ და ამ თემაზე უამრავი მემე გავრცელდა.

კაილი მინოუგმა ახალი სიმღერა ცნობილი ამერიკული შოუს ფინალში ნუცა ბუზალაძესთან ერთად შეასრულა. მუსიკალური ნომერი კაილის გამოსვლით დაიწყო და მალევე სცენაზე გამოჩნდა ნუცა, რომელმაც ავსტრალიელი ლამაზმანის ცნობილი ჰიტი Can’t Get You Out of My Head შეასრულა.

მინოუგის ახალ სიმღერაზე ასევე გავრცელდა ვიდეოკლიპიც, რომელსაც უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მომღერალმა აქვე ახალი ალბომის გამოშვებაც დააანონსა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American idol-ის ფინალზე მსოფლიო ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა: ნახეთ ნუცას და კაილის ბრწყინვალე დუეტი

ფოტო, ვიდეო: „დიდი მადლობა დედოფალო, მიყვარხარ, ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში“ – ლეგენდარული კაილი მინოუგის ექსკლუზიური საჩუქარი ნუცა ბუზალაძეს: ნახეთ რა აჩუქა კაილიმ ქართველ მომღერალს

ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს იპყრობს: ლაიონელ რიჩისთან და კაილი მინოუგთან ამღერებული ქართველი მომღერალი – კადრები American Idol-ის ფინალური შოუდან

ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები