კაილი მინოუგიმ, American Idol-ის ფინალური შოუზე, შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, ნუცა ბუზალაძეს საჩუქარი გაუკეთა.
კაილის ექსკლუზიურ საჩუქარს, რომელიც სპეციალურად ნუცასთვისაა, ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დიდი მადლობა დედოფალო, მიყვარხარ, ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში,“ – წერს ნუცა.
ცნობისთვის, კაილი მინოუგი კოსმეტიკური ბრენდის Kylie მფლობელია.
კაილიმ საჩუქარი ნუცას სწორედ საკუთარი ბრენდიდან შეურჩია.
შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძემ და კაილი მინოუგიმ American Idol-ის ფინალური შოუზე დუეტში იმღერეს.
ვიდეო: American idol 2023 იამ ტონგი გახდა
„ქართველი ჯეო ლო და პიტბული, გსურთ ჩვენი დუეტის მოსმენა?“ – ნუცა ბუზალაძე რეპერ პიტბულთან ერთად