LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს იპყრობს: ლაიონელ რიჩისთან და კაილი მინოუგთან ამღერებული ქართველი მომღერალი – კადრები American Idol-ის ფინალური შოუდან

10696
fot (5)

American Idol-ის ფინალურმა შოუმ გრანდიოზულად ჩაიარა. როგორც უკვე ცნობილია, პროექტის გამარჯვებული იამ ტონგი გახდა.

რაც შეეხება თავად შოუს, 12-მა საუკეთესო მონაწილემ სცენაზე მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად იმღერა.

სცენაზე შესანიშნავად წარდგა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე.

ნუცამ ლეგენდარულ კაილი მინოუგთან ერთად იმღერა. ნუცას და კაილის დუეტმა მთელი დარბაზი აიყოლია. მათ სიმღერაზე თავად ჟიური ფეხზე წამოდგა და ცეკვავდა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American idol-ის ფინალზე მსოფლიო ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა: ნახეთ ნუცას და კაილის ბრწყინვალე დუეტი

ვიდეო: American idol 2023 იამ ტონგი გახდა

ნუცა სცენაზე გამოჩნდა ლაიონელ რიჩისთან ერთადაც.

ლეგენდარული ლაიონელ რიჩი შოუზე 12 საუკეთესო მონაწილეს შორის წარდგა.

მათ ლაიონელის ცნობილი ჰიტი სახელწოდებით „Sail On“!  ერთობლივად შეასრულეს.

საუკეთესო კონკურსანტების და ლაიონელ რიჩის კოლაბორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

თავად ნუცა კი შოუდან არაერთ კადრს გვიზიარებს.

ნუცამ ფოტოები საკუთარ გვერდზე განათავსა პოპ ვარსკვლავ კეტი პერისთან, რეპერ პიტბულთან, ამერიკელ მომღერალთან ადამ ლამბერტთან ერთად.

 

„ქართველი ჯეო ლო და პიტბული, გსურთ ჩვენი დუეტის მოსმენა?“ – ნუცა ბუზალაძე რეპერ პიტბულთან ერთად

 

 

ზაზა შენგელია: „გილოცავ საქართველო, ამ შესანიშნავ დღესაც მოვესწარით…როგორც შოუს წამყვანმა თქვა, ნუცამ ნახევარი მსოფლიო გამოიარა საკუთარი ოცნების ასახდენად და სცენა გაიყო „გინესის რეკორდების წიგნში“ შესულ ლეგენდარულ კაილი მინოუგთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები