თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „ფორტუნას“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„კახა კალაძეს დაახლოებით ერთი საათის წინ დაუდასტურდა კორონავირუსი. გადაწყდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.
დედაქალაქის მერის იზოლაციაში ყოფნის გამო, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება.