LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

83
kaxikavsadze207

შესანიშნავი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. სოციალური ქსელი სავსეა მასთან გამოსამშვიდობებელი პოსტებით. განსაკუთრებულად იხსენებენ მისი დიდი სიყვარულის უნარს და ბელა მირიანაშვილისადმი თავდადებულ გრძნობას, რომელიც არასდროს განელებია.

ცნობილი გახდა, რომ მას საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვა გაიმართება შსბათს, პირველ მაისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები