LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

kaxi-kavsadze

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი იუწყება, რომ სპექტაკლში „ანტუანი და პატარა უფლისწული“ კახი კავსაძე ჯერჯერობით ვერ ითამაშებს, ვინაიდან მას ოპერაცია დასჭირდა, ხოლო მის ადგილს ირაკლი კავსაძე დაიკავებს, რომელიც თბილისში საგანგებოდ ჩამოფრინდება.

გთავაზობთ თეატრის განცხადებას:

„ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ – გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.

ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.

იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები