LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახის მადლობა უთხარი, ეს რა კარგი რამე გააკეთაო…“ – პროდიუსერი ნატო დუმბაძე თბილისის მერს აქებს

124
კახი და ნატო

პროდიუსერი ნატო დუმბაძე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ წერს და ქალაქის მერის, კახი კალაძის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

„მოკლედ, ეს ორი კვირა რაღაც საქმეები მაქვს და მიწევს ყოველდღე გარეთ გასვლა, მოგეხსენებათ, აქ როგორც ამბობენ, „გაჭირვებულ“ ქვეყანაში ყველა ოჯახის წევრს მანქანა ჰყავს დღეს  (ღმერთმა ათი მისცეს) და მე ვერ  გაუძელი ასეთ მოძრაობას, ამის გამო გავყიდე ავტომობილი, მიწევს ტაქსით სიარული. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ  მძღოლებს აქვთ  გაქანებული ნევროზი  და ხშირად ფეხით სიარული მირჩევნია.

იმ დღეს ძალიან  ცხელოდა და გამოვიძახე ტაქსი, დამიწერა 10 წუთი მოლოდინი, გავაუქმე და შევეგუე ბედს, რომ 37 გრადუსში ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე ფეხით წავსულიყავი, ამ  ფიქრის დროს უცებ  გაჩერდა ავტობუსი, მივქანდი და ავვარდი. არც ის ვიცოდი, სად მიდიოდა, ნომერიც კი არ ვიცი დღესაც…

ავედი და გავოცდი, მართლა გავოცდი, ჯერ ხომ ძირძველი ვაკელები  შემხვდნენ, ყველა კარგი სალმით, მოკითხვით და კახის მადლობა უთხარი, ეს რა კარგი რამე გააკეთაო (აქ თუ დავწერ და გადასცემენ  კახის, ისე ვერ ვნახულობ ). მერე  კიდევ ბევრი ახალგაზრდა – ლამაზები, კარგები, კონდიციონერიც გადასარევად  უბერავდა და როგორ აღმოვჩნდი წამში სახლთან, ვერ გავიგე, მოკლედ, არც საცობ,ი არც ნევროზიანი მძღოლები… ასე არხეინად და წამში მოვსრიალდი სახლში.

გაუმარჯოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს!“

„კახის მადლობა უთხარი, ეს რა კარგი რამე გააკეთაო…“ – პროდიუსერი ნატო დუმბაძე თბილისის მერს აქებს

ნატო დუმბაძე: „ყველაფერს ეშველა „ლაგუნა ვერეს“ გარდა! რა კარგი იყო, მთელი თბილისი იქ ვიკრიბებოდით…“

პოპულალურები