LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: 2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ – თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს პარტიაა

133
fot (2)

2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ – „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა“ – ღარიბაშვილი

„ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“ – ღარიბაშვილი კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული

„თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ეს არის ის თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომელზედაც ახლა მესაუბრებოდით და რომლებიც ვითომ აღშფოთებულები არიან. მათ უთხრეს, რომ უნდა იყვნენ აღშფოთებულები და გაბრაზებულები.

რეალურად, მათ არ აქვთ უფლება, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, ვისი უგუნური პოლიტიკის გამო, ჩვენ დავკარგეთ 2008 წელს ტერიტორიები, სოფლები, დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები.

ეს გამოწვეული იყო მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ერთ რამეს გარწმუნებთ, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.

„პირველ რიგში, ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, რომლებმაც 2022 წელი მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს – ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო?“ – კალაძე 

„სიმართლე მწარეა, შეიძლება, ბევრს გულზე ხვდება, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც პარტნიორებს, არც მეგობრებს.. ეს თავის დროზე რომ გვექნა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება“ – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები