LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმართლე მწარეა, შეიძლება, ბევრს გულზე ხვდება, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც პარტნიორებს, არც მეგობრებს.. ეს თავის დროზე რომ გვექნა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება“ – კალაძე

133
Untitled design

„ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო იყო“, – ასე ეხმიანება თბილისის მერი ოპოზიციის წარმომადგენლების და დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრის ნათქვამს უკავშირდება.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე 

„ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს გატარებული და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ბევრს ეს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება და ზოგადად, მწარეა სიმართლე, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე.

ჩვენ ეს თავის დროზე რომ გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურებაც არ ყოფილიყო უკრაინაში, რაც დღეს ხდება“, – თქვა კახა კალაძემ.

„პირველ რიგში, ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, რომლებმაც 2022 წელი მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს – ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო?“ – კალაძე 

„ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა – პრემიერის ლოგიკურ, უწყინარ განცხადებაზე სრული აბსურდი ალაპარაკეს“ – კობახიძე დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე 

პაპუაშვილი: „ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა.. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში“

„ეს იყო დიდი ისტორიის მქონე, დიდი ამბიციების მქონე, პატარა ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის სიტყვა” – ირმა ზავრადაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები