LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა.. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში“

126
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას არაერთგვაროვანი და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ომის დაწყების „ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი“.

„ეს იყო დიდი ისტორიის მქონე, დიდი ამბიციების მქონე, პატარა ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის სიტყვა” – ირმა ზავრადაშვილი

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე 

შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რომ საქართველოს მოსახლეობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას უარყოფითად აღიქვამს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როცა საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება, საქართველოს აქვს უფლება, მოსაზრება გამოთქვას და რომ, ამ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა გაიგონ.

პაპუაშვილი ასევე წერს, რომ „საქართველოს აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ზოგიერთი პარტნიორის ორმხრივი დამოკიდებულება, რადგან ქვეყნის მიმართ არაერთხელ ყოფილა უსამართლო მოპყრობა.

„ჯერ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომი, არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, მაშინ რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მეორეც – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, პრაქტიკულად, არ აქვს, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, რომ „გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია, ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც ეს ნატოს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს შეუძლიათ.

ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი გვსაყვედურობს, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთის მიმართ, რადგან ორმხრივ სანქციებს არ ვუწესებთ.

ყველასთვის, პირველ რიგში,  ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, მაშინ, როცა რუსეთს მცირე ზიანს მიაყენებს. რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.

მდინარაძე: „ყველგან ღიაა ცა – მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და დიდი ბოდიში ყველასთან, დედა ეტიროს ამ ქვეყანას“

ის ქვეყნები, რომლებიც ახლახან შევიდნენ NATO-სა და ევროკავშირში და ამით გეოპოლიტიკური უსაფრთხოება შეიძინეს, ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ.

NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. შარშან, საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყვავს ყვავი უნდა ვუწოდოთ და ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ არასათანადო კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების სიტუაციის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მოედანზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

გიგა ბოკერია: თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას იმეორებდე?!  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები