LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

183
fot (1)

„Говорит Москва!“- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

 

 

პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

„ომის დაწყების მიზეზი მგონი, ყველამ იცის.. კარგად იცით დარბაზმაც – ერთ-ერთი მიზეზი იყო  NATO-ს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი.

არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g