LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს, სააკაშვილი განსხვავებული არ არის, ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა

205
Untitled design (5)

თბილისის მერი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა.

დავითულიანი სააკაშვილზე: ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს, მიხედოს ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ

კახა კალაძემ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს აღნიშნა და თქვა, რომ სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან განსხვავებული არ არის და რომ მასზეც სხვა პატიმრების მსგავსად შესაბამისი უწყება ზრუნავს.

„პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და, ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g