LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი სააკაშვილზე: ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს, მიხედოს ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ

177
Untitled design (3)

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის 14 დიაგნოზიდან არც ერთი არ არის ისეთი დაავადება, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია.

დავითულიანის თქმით, „მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ მოსწონს“.

ასევე შეკითხვაზე, თუ საქართველოში ყველა დაავადების განკურნებაა შესაძლებელია, სააკაშვილის მდგომარეობა რატომ უარესდება, დავითულიანი ამბობს, რომ , „არავინ იცის, მძიმდება თუ არ მძიმდება“.

„ინფორმაცია – რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ მისი სასჯელის გადავადება აუცილებელია, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნიათ. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა მქონდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის, არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ.

რა სჭირს ისეთი, რასაც არ ეშველება ამ ქვეყანაში? მეც შემიძლია გავიუარესო ჯანმრთელობა, ჩემს ოთახში 300 დღე ვიშიმშილო, საერთოდ არ მოვხვდე ჩაკეტილ სივრცეში ისე. რა დაავადება სჭირს ადამიანს ისეთი, რომელსაც საქართველოს კლინიკები და ქართველი ექიმები ვერ უშველიან, მე ასეთი ინფორმაცია არ გამიგია არავისგან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის ფოტოების შესახებ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა:

„რომელი ფოტოები? გამხდარი რომ არის? რა სჭირს? დაავადებას სახელი ხომ აქვს, რის გამოც ხდება სასჯელის გადავადება. 14 დიაგნოზიდან რომელია მძიმე? იმ 14 დაავადებაში არც ერთი ისეთი დაავადება არ წერია, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია“, – აცხადებს დავითულიანი.

ანა აბაშიძე: მნიშვნელობა არ აქვს, რა წარსული აქვს ადამიანს.. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, ქვეყანას კი პრაგმატული და ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას

პუტინი დამპირდა რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა – მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონს

„უცხოს არ ენდობოდა“ – მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა იცის ვინ არის მოღალატე, რომელმაც ექსპრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლა დაუგეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები