იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობისა და სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, ანა აბაშიძე მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება.
ანა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანის პოლიტიკურ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს და ფიქრობს, რომ ქვეყანამ პრაგმატული და ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:
„მიხეილ სააკაშვილის წარსულთან დაკავშირებით საზოგადოება, რა თქმა უნდა, კონტრავერსიული შეხედულებებით გამოირჩევა, თუმცა, რაც შეეხება ჯანმრთელობას, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს რა წარსული აქვს, რა ობიექტური თუ სუბიექტური კითხვები გვაქვს მასთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, ეს სუფთა ჰუმანიტარული პროცესია და ვინც უნდა იყოს მის ადგილას, განსაკუთრებით კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ ზუსტად ჰუმანური და ჰუმანიტარული პრინციპებიდან უნდა შევხედოთ და არანაირი პოლიტიკური მზომელი აქ არ უნდა იყოს.
ამიტომ მე მას, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ, რომ პრაგმატული და ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.