LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოს არ ენდობოდა“ – მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა იცის ვინ არის მოღალატე, რომელმაც ექსპრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლა დაუგეგმა

602
ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ იცის ვინ არის მოღალატე, რომელმაც მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლა დაუგეგმა მაგრამ შუა გზაში მიატოვა.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, ადამიანს, რომელსაც იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა იმდენად გავლენიანია, რომ მისი დასახელება პროცესების ესკალაციას გამოიწვევს.

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს – საქართველოში ჩამოსულ მესამე პრეზიდენტს არავინ მიაკითხა, როდის გეგმავს ძმა ალაპარაკებას

მიხეილ სააკაშილს გუბაზ სანიკიძემ უღალატა – ზურაბ ჯაფარიძე

„თქვა, რომ იცით რა ამ კაცმა დამპატიჟა… არეულობას გამოიწვევს, მიშა ფრთხილია. გადაეკიდებიან ერთმანეთს ადამიანები. ფაქტია, რომ გარემოცვა იყო, რომელსაც ენდობოდა. შეიძლება იყო 10, 20, 1 ან 2 კაცი, ვისაც ენდო. ამ სიტუაციაში არასოდეს 10 კაციან ნდობას არ იღებენ… უცხოს არ ენდობოდა.

მიშა არ არის ის კაცი, რომ ვინმე მოატყუოს… გამორიცხულია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მამა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ანდობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი მის ბედს ვანო მერაბიშვილს, ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიშა მას არ ენდობოდა.

„ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა იმიტომ, რომ არ ენდობოდა“, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

 

‼ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა იცის ვინ არის მოღალატე, რომელმაც მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლა დაუგეგმა მაგრამ შუა გზაში მიატოვა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Sunday, December 11, 2022

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g