LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: „მეამბოხე გოგონები“ და ვუდი ალენი – მომხიბვლელი დეპუტატის იძულებითი არჩევანი

344
წილ

დეპუტატი ნინო წილოსანი კარანტინის დღეების დამთავრებას მოუთმენლად ელის.

„ფორტუნასთან“ საუბარში ნინო წილოსანი პანდემიის დადებით მხარეებზე საუბრობს და გვირჩევს, კარანტინის დღეები სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

 

კარანტინში გატარებული ერთი ჩვეულებრივი დღე

კორონავირუსს და პანდემიას მარტო ჩემი მთელი ცხოვრების დღის წესრიგი არ შეუცვლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტ დროს ვატარებთ შინ და შვილებთან ერთად, ეს საუკეთესო სცენარი არ ყოფილა, რითიც შეიძლება ეს სცენარი მიგვეღო. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როდის დავამარცხებთ უხილავ მტერს.

კორონავირუსი მგონი სოციალისტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, ვის რა მუშაობის სტილი გვქონდა, დღეს ყველა შინ ვართ. ყველა დაგეგმილი სამუშაო დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. არ ვჩერდებით, თუმცა ეს გარკვეულწილად უცხო რეალობა აღმოჩნდა ბავშვებისთვის. გხედავენ, რომ სახლში ხარ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მუშაობ. სამსახურეობრივი სივრცე სხვანაირად განგაწყობს. სახლში დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ძნელი აღმოჩნდა. თუმცა შეუძლებელი არაფერია.

უფრო მეტად დავკავდი საოჯახო საქმეებით. ოჯახის ყველა წევრი სახლშია და ბუნებრივია, დიასახლისებს დიდი მუშაობა უწევთ და მეც ამ რუტინაში ჩავერთე. ვცდილობ, კერძები მოვამზადო, რაც ნაწილობრივ გამომდის. მეორე და მესამე ჯერზე შედარებით უკეთესი გამომდის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგი მზარეული ვარ. ადრე ამ თემით დაკავებული არ ვყოფილვარ.

სამი შვილის დედისა და მომხიბვლელი ...

ერთი, რაც ნამდვილად არ შემიცვლია, არის ფიზიკური დატვირთვა.
სახლის პირობებში ვვარჯიშობ. ვცდილობ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული შევხვდე ამ ყველაფრის დასასრულს.

 

კარანტინში საკითხავი წიგნები

ძალიან დიდი ხანია, რაც დებუტატი და მაჟორიტარი ვარ, ჩემს თავს ვერ ვაძლევ იმის ფუფუნებას, რომ მხატვრული ლიტერატურა წავიკითხო. სულ კანონებსა და სხვადასხვა კვლევებს ვკითხულობ. ამ შემთხვევაშიც მე პირადად ჩემი უნარების და ცოდნის გაღრმავება გადავწყვიტე.

მაკროეკონომიკის სხვადასხვა სახელმძღვანელოებს ვკითხულობ იმისთვის, რომ თანამედროვე მიდგომებს გავეცნო. ესეც ინდივიდუალურია. განწყობისა და მიდგომების შესაბამისად ყველასთვის სხვადასხვა სახის ლიტერატურაა. არჩევანი ძალიან ფართოა. ერთადერთი წიგნი, რასაც ბოლო დროს ჩემს გოგონასთან ერთად ვკითხულობ, არის „მეამბოხე გოგონები“. ჩემი შვილი რვა წლის არის და მასთან ერთად კითხვა ძალიან სასიამოვნო პროცესია.

 

ფილმები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობაშიც კარგ განწყობას ქმნის

ტესტი: როგორ იცნობ ვუდი ალენის ...

ძველი ფილმების ყურება მიყვარს. ვუდი ალენის ფილმების ნახვა გადავწყვიტე. ძველს ეძახიან, მაგრამ ჩემი უახლოესი წარსულის ფილმებია, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა დრო მაქვს და შესაძლებლობა, რომ მშვიდად ჩავუჯდე ფილმებს, სწორედ ამ რეჟისორს ვირჩევ.

 

რა ენატრება ძველი „ძველი ცხოვრებიდან“

კარანტინის დროს ყველაზე მეტად სოციალიზაცია მენატრება, ადამიანებთან ურთიერთობები. მეგობრებთან ერთად კაფეში დაჯდომა, ბიზნესლანჩები. ეს ყველაფერი სანატრელი გახდა, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ჩემი მშობლები. ვცდილობ, რისკის ქვეშ არ დავაყენო. ამიტომ პირველი რასაც გავაკეთებ, კარანტინის დამთავრების შემდეგ, იმ უამრავი ადამიანის მონახულებაა, რომლებიც ძალიან მენატრებიან.

 

რა ჩვევას დაგვიტოვებს კარანტინი

ვფიქრობ, კორონავირუსი დადებით უნარ-ჩვევებს დაგვიტოვებს. კარგი იქნება, ჰიგიენის განსაკუთრებული ზომების მიღება ჩვევად თუ დარჩება. მივესალმები, თუ დარჩება ჩვევად ნაკლები სიახლოვე მისალმებისას. კარგი იქნება, თუ ძალიან ახლობელს არ ვხვდებით, არ იყოს აუცილებელი, გადავკოცნთ და ჩავეხუტოთ. ძნელად წარმომიდგენია ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შეხვედრისას უბრალოდ ხელს ჩამოვართმევთ.

 

მოგზაურობა კარანტინის შემდეგ

იცით, რატომ ამოდიან ბახმაროში 21 ...

საზღვრები ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი არ გაიხსნება. თუმცა მიხარია, რომ მას შემდეგ, რაც ამ რეგულაციებიდან შემსუბუქების ნაწილზე გადავალთ, შიდატურიზმი საკმაოდ განვითარდება და ეს ძალიან კარგია. სულ ვამბობ, რომ უცხოეთში მოგზაურობისას იმდენად დეტალურად ვეცნობით იქაურ კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს, შეიძლება ასეთივე ინტენსივობით საკუთარი ქვეყანა არ გვქონდეს ნანახი. მათ შორის ვარ მეც. ძალიან კარგია, რომ ქვეყნის შიგნით ვიმოგზაუროთ ბავშვებთან ერთად, მათთვის ეს შემეცნებითი ნაწილიც იქნება და საინტერესოც. საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას ჯერჯერობით არ ვგეგმავ, საკმაოდ შორეული პერსპექტივა მგონია.

 

ასევე ნახეთ:

კარანტინის დღეები: გიორგი მარგველაშვილი მთელ დღეებს დუშეთში ატარებს და ფიქრობს, რომ მსოფლიოში კვება უნდა გაკონტროლდეს

კარანტინის დღეები: ლადო კახაძის „ვეფხისტყაოსანი“ და „შესანიშნავი შვიდეული“

კარანტინის დღეები: გუგული მაღრაძე ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს და “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები