LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარაქიანი პური არავითარ შემთხვევაში“! – ქეთი ნემსაძე ბავშვების სწორ კვებაზე

20758
ketinemsadzebavshviskveba

როგორი უნდა იყოს ბაღის ასაკის ბავშვების კვების ყოველდღიური რაციონი, რა სახის პროდუქტებია რეალურად სასარგებლო პატარებისთვის და შეესაბამება თუ არა ბაღების კვების რაციონი ჯანსაღი კვების მსოფლიო სტანდარტებს, რას ემსახურება კალორაჟის შემცირება, რამდენი სახეობის კერძი უნდა შევთავაზოთ ბავშვს ერთ ჯერზე, როგორი უნდა იყოს იდეალური საუმზე, სადილი და ვახშამი და უნდა ამოვიღოთ თუ არა რაციონიდან ხილის კომპოტი და ჩაი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან პროფესორმა ქეთი ნემსაძემ ისაუბრა.“ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუს იმ ნაწილიდან, სადაც პედიატრი კარაქის დღიურ ნორმაზე საუბრობს. კითხვაზე, უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს საუზმეზე კარაქიანი პური, ქეთი ნემსაძე პასუხობს:

„რეკომენდაცია ეძლევა უხეშად დაფქვილ ფაფას, რადგან ის შეიცავს ბევრ ცელულოზას. პური, ველური ბრინჯი, ყავისფერი მაკარონი – ეს ყველაფერი უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც ბუნება გვაძლევს. მე კარაქიან პურს არ დავამატებდი არავითარ შემთხვევაში. უმჯობესია მყარი ცხიმი ბავშვმა მიიღოს, ქათმის, ინდაურისა და თევზის ხორცისგან. ასეთი რეკომენდაცია უნდა წარმოვიდგინოთ: თეფში თვალით გავყოთ ოთხად და ერთ მეოთხედზე მოვათავსოთ პურ პროდუქტები, ქათმის ხორცი, ლობიო, სოიო და ბარდა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად უწყობს გონებრივ განვითარებას ხელს. მეორე მეოთხედზე უნდა იყოს ყვითელი და მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, კობოსტი, ტკბილი კარტოფილი. დარჩენილ მეოთხედზე კი ხილი უნდა მოვათავსოთ და ისიც რამდენიმე ფერის უნდა იყოს. სადილზე უმჯობესია იყოს ბოსტნეულის, ან მაწვნის წვნიანი, ხოლო მეორე კერძი ხორცი თავისი გარნირით“.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები