LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატასტროფულად მცირე მაჩვენებელია, დღეიდან უნდა დავიწყოთ ვაქცინის პოპულარიზაცია, საინფორმაციო კამპანიები – სერგო ჩიხლაძე ვაქცინაციის პირველი დღეს აფასებს

114
BeFunky-collage (5)

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვიცით, რომ მაისის ბოლომდე მთლიანობაში 120 ათასი დოზა შემოვა, კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

სერგო ჩიხლაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” სამედიცინო პერსონალის ჩართულობის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მაჩვენებელი, რაც დღეს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე ფიქსირდება, ძალიან დაბალია, რასაც ჩიხლაძე საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობას უკავშირებს.

“კატასტროფულად მცირე მაჩვენებელია, ჩვენ გვყავს 70 ათასი სამედიცინო პერსონალი, აქედან უნდა ავცრათ 65%. როდესაც ასეთი ჩართულობაა ეს დაბალი მაჩვენებელია. ამას აქვს თავისი ახსნა. ჩვენ მანამდე არ ვაწარმოეთ მძლავრი საინფორმაციო კამპანია, როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე პროფესიულ ჯგუფებში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ვაქცინაციის პროცესის არის საინფორმაციო კამპანია, ცნობიერების ამაღლება, სანდოობის შექმნა. ეს წინ უნდა უძღოდეს ვაქცინაციის პროცესს. სულ მცირე ახალი წლების მერე უნდა დაგვეწყო ეს პროცესი. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არ ავიცრები, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტივაქსერები არიან, მათ უბრალოდ ინფორმაცია ვერ მიიღებს, არის ბევრი მითი, რომელიც ვრცელდება. ამაზე უნდა ემუშავა ჯანდაცვის სამინისტროს.

ამაზე ორი თვეა ჩვენ ვსაუბრობთ. დღეიდან უნდა დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია, პოპულარიზაცია ვაქცინაციის.  სხვადასხვა ავტორიტეტულ ჯგუფებთან ცალ-ცალკე უნდა იმუშაოს”- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი 29 სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად დაიწყო. პირველ რიგში, ის სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, ვისაც კორონავირუსით დაავადებულებთან პირდაპირი შეხება აქვს.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ აცრა ჯერჯერობით 668-მა სამედიცინო მუშაკმა გაიკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g