1989 წლის 9 აპრილიდან 34 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტთან იმყოფებოდა.
კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო.
ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 