LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ფასების მატების ფონზე, მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტი, ის ყველა ქალაქსა და რეგიონში უნდა დაიწყოს

121
Untitled design (53)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში“.

მისი თქმით, ქვეყანაში ფასების მატების ფონზე, მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტი.

„როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა მედიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g