LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: „დილით ვნახე, იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია, მაღალი ტემპერატურები აქვს“

175
Untitled design (1)

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც მან კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურა აქვს.

„ამ დილით ვნახე, ძალიან ცუდად არის. 64-65 კილოა. მაღალი ტემპერატურები აქვს – 38 და უფრო მაღალი, ვერ გაუგეს საიდან.

ასევე სახსრების და კუნთების ტკივილი აწუხებს. იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია“, – განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ Ambebi.ge-ს.

„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე

კობახიძე: ამ ორი კვირის განმავლობაში ყველას დაავიწყდა – ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი

„ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი..“ – ღარიბაშვილი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ – შალვა ხაჭაპურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები