LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ამ ორი კვირის განმავლობაში ყველას დაავიწყდა – ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი

136
ირაკლი კობახიძე და მიხეილ სააკაშვილი

„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა“. თქვენ ეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წარმოებს.

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს

ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნულით გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ. ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როდესაც კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ,“ – განაცხადა კობახიძემ.

„თუ სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან არ დავიცავთ, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ“ – კობახიძე

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა, რომელიც ციხეში ზის:

„რაც შეეხება რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას ეს საზოგადოება არ დაუშვებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ, ჩვენ ვიმოქმედებთ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ. ეს არის სახელმწიფო და გამორიცხულია, ჩვენ დავუშვათ ჯაშუშების ახალი რევოლუცია, რამაც, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა მოუტანა საქართველოს 2004 – 12 წლებში.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

მაშინ ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ ჩვენც იმ ავანტიურის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ეს ყველაფერი არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ და ეს ასეც იქნება.

ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ბუნებრივია, ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას ეს საზოგადოება არ დაუშვებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ოპოზიციაზე: ევროპასთან არაფერი აქვთ ახლო, ჩვეულებრივი ბოლშევიკები არიან, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული

magti 5g