უმრავლესობის მიერ ე.წ „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეხმიანება.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტის ინიცირება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაფარვას ემსახურებოდა:
„კანონპროექტის შემოგდება იყო, მიშაზე დემარშის გადასაფარად.
მიშას თემაც გადაიფარა და ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდნენ“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.