LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი

250
12

მომღერალი ნინი შერმადინი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ „გავლენების აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„9 აპრილს დედა, მამა ჩემი ორი ძმა პარლამენტის წინ იდგნენ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ…

ძალიან მრცხვენია, რომ დღეს მე ვერ ვიდექი ჩემი მეგობრების, კოლეგების, ჩემი ხალხის გვერდით, ვისაც ევროპული საქართველო გვინდა! ვისაც არ გვინდა რუსეთი და რუსული არაფერი! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…

საქართველო არასდროს იყო და იქნება რუსეთის გუბერნია!

კანონი გაიწვიეს!

ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია!

მე ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ!

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!

საქართველოს გაუმარჯოს!“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

ნოდიკო ტატიშვილი: ასეთ დროს გაჩუმება დანაშაულის ტოლფასი და სირცხვილია!

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

 

mazda magti 5g