მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ფიზიკურად ევროპაში ვარ, (იმედია ბოლოჯერ არა) მაგრამ მთელი გულით, სულით და გონებით, ჩემს ხალხთან ერთად – რუსთაველზე!
ასეთ დროს გაჩუმება დანაშაულის ტოლფასი და სირცხვილია!
არა რუსულ კანონს!
საქართველოს თავისი ადგილი აქვს ევროპულ ოჯახში!
ვინც ევროპისკენ სვლას ხელს შეუშლის – მოღალატეა!
ძალიან მალე მეც ჩემ ხალხთან ერთად ვიდგები!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში.
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი