LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

153
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“, – ამ შინაარსის პოსტი განათავსა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობდა ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“.

„მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“ – წერს ზაზა ფაჩულია.

„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან

დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

mazda magti 5g