LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის კერპად დასახელებულმა ჯენიფერ ენისტონმა ცრემლები ვერ შეიკავა (ფოტო)

313
anstnnews1212

People’s Choice Awards 2019-ის ცერემონიალი წელს განსაკუთრებული გამოდგა ჯენიფერ ენისტონისთვის. მსახიობმა ხალხის საყვარელი კერპის ტიტული მიიღო, რაც დაჯილდოვების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული პრიზია. ჯილდოს აღებამდე სცენაზე ენისტონის მეგობარი, მსახიობი ადამ სენდლერი ავიდა და მისი საუკეთესო როლები გაიხსენა. მოგვიანებით კი სცენა თავად მსახიობმა დაიკავა, რომელიც ამ დღეს შავი ფერის კლასიკურ ანსამბლში იყო გამოწყობილი.

„ამ ქალაქში უამრავი დაჯილდოვება იმართება, მაგრამ ეს შოუ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო“, – განაცხადა ენისტონმა. მისივე თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა ხალხზე და ყოველი მისი როლი მაყურებლის სიყვარულით იყო შთაგონებული. ემოციური გამოსვლისას ენისტონმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და მაყურებელთა გულუხვი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები