LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ „ოცნებას“ სასამართლო! სხვა შემთხვევაში იმ ერთადერთსაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია – დამოუკიდებლობას დავკარგავთ: დავით ჭიჭინაძე

35
დავით ჭიჭინაძე

„ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ „ოცნებას“ სასამართლო! სხვა შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა, იმ ერთადერთსაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია – დამოუკიდებლობას დავკარგავთ!“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, იმისთვის, რომ ოპოზიციამ მეტი პროცენტი რომ აიღოს და „ქართულ ოცნებას“ გაყალბება გაუჭირდეს.

„ოღონდ, ჯერ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ფსევდო ოპოზიციის ლუსტრირება უნდა მოხდეს, მათი ატანა უნდა დასრულდეს! თორემ, ძველი ნათქვამია: „ერთმა ტალახიანმა ღორმა მთელი ნახირი გასვარაო“ და ასე იქნება ზუსტად!

ჩემი პირველი რეაქცია პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებაა, მაგრამ კარგად მესმის რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა: დავით ბაქრაძე

ის, რომ „ოცნება“ არც არასოდეს აპირებდა ამ შეთანხმების შესრულებას, ეს თავიდანვე ჩანდა ან რა შეუსრულებია?! – ხალხისთვის მიცემული დაპირებები, უცხოელი პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებები თუ გაეროს ტრიბუნიდან გაცხადებული?!“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ დრო მოიგო, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შეიყვანა და არჩევნებიც „გააპრავა.“

„მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში,“ – ლილუაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს

„ამიტომ ვამბობდი თავიდანვე, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა იყო ხალხის ღალატი, რადგან მხოლოდ ხალხის ერთიანი პროტესტი, ერთიანი მუხტი აიძულებდა „ოცნებას“ დათმობაზე წასულიყო! ამათ კი, მიშელის დოკუმენტი ბიბლიად გამოუცხადეს ადამიანებს და ამაზე დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური მომავლის აგება.

მოკლედ, აწი, უნდა გავიდნენ და უნდა შევიდნენ, „ოცნება“ გავიდა თვითონ და შეატოვა ოპოზიცია. თან ოპოზიციის ნაწილი ისე კომფორტულადაა შებრძანებული, უკან გამობრძანება არც ახლა უნდათ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

 

პოპულალურები