LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხური მედიცინის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ხალხური მედიცინა უდევს საფუძვლად“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

326
ინგა-მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ინფექციებით გამოწვეული დიარეისა და ღებინების დროს, ხალხური მედიცინის როლზე ისაუბრა:

„რაც შეეხება სხვადასხვა მეთოდებს და ხალხურ მედიცინას, ხალხური მედიცინის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ხალხური მედიცინა უდევს საფუძვლად. მაგალითად, ამ დროს ძალიან კარგია თბილი გვირილიანი ჩაის მიღება. მე თვითონ ხშირად ვასწავლი ხოლმე შემდეგ რეცეპტს, რაც გულისხმობს, ბრინჯის, ბანანის, ვაშლის წვენის და ტოსტის, ორცხობილას შემცველობით დამზადებულ ფაფას, რომელიც ძალიან კარგია დიარეის დროს. ხშირად მეკითხებიან მშობლები, თუ როგორი დიეტა უნდა დაიცვას ამ დროს ბავშვმა. ბავშვთა ასაკში დიეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არაჯანსაღი პროდუქტები ისედაც არ უნდა შედიოდეს მათ რაციონში, ვგულისხმობ, მაიონეზს, კრემიან ნამცხვრებს და ა.შ. დიარეის შემთხვევაში ყველა სხვა საკვები ჩვეულებრივ უნდა მიიღონ ბავშვებმა. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, აუცილებლად უნდა გავახშიროთ ძუძუთი კვების რეჟიმი. ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვკვებოთ, თუნდაც ყოველი კვების შემდეგ ღებინება აღენიშნებოდეს. არასწორია, როდესაც მხოლოდ ორცხობილაზე, წყალზე და კარტოფილის პიურეზე, მათ შორის, ბრინჯის ნახარშზე გადაჰყავთ ბავშვები. ამ დროს ვიტამინებით დატვირთული საკვების მიღება მნიშვნელოვანია. ბრინჯის ნახარში შეგიძლიათ მისცეთ, ოღონდ უნდა მისცეთ სხვა საკვებიც და ეს ნახარში კვებებს შორის შუალედებში უნდა დაალევინოთ. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო და აუცილებლად გაჩერდება და არ გართულდება თუ ჩვენ ბავშვს სითხეებით დავტვირთავთ და სწორად ვუმკურნალებთ. ნებისმიერი სახის პირღებინებას, გულისრევას და დიარეას გამომწვევი მიზეზის მიხედვით მკურნალობის სპეციფიკური დანიშნულება სჭირდება“ – განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

როგორ განვასხვაოთ ნაწლავური ინფექცია სხვა ვირუსებისგან და რომელი საკვები მივცეთ ამ დროს ბავშვს – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g