LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი შატილში – დაიწვა სკოლა-პანსიონის სასადილოს შენობა

164
FORTUNA.GE-

ხევსურეთში, შატილში, სკოლა-პანსიონის სასადილოს შენობა დაიწვა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამზარეულოს შენობაში, სავარაუდოდ, გათბობის სისტემა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, შედეგად სამზარეულოს შენობა მთლიანად დაიწვა.

ამ დროის მდგომარეობა…
.
სკოლაზე ცეცხლი აღარ გადავა, სოფლის მაცხოვრებლების და სასაზღვრო პოლიციის დიდი ძალისხმევით, სკოლა გადარჩება დაწვას.. ბოლომდე დაიწვა მხოლოდ სასადილო..

Posted by Daiauri Margareti on კვირა, 14 მარტი, 2021

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები