LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს წევრი ოჯახისთვის მარაგის აღებისას დაიღუპა

216
ხარკოვი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრი სამშაბათს, 1 მარტს ხარკოვში დაბომბვისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ეუთოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაინა ფენინა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი იყო.

ეუთოს განცხადების თანახმად, ის ხარკოვში, მისი ოჯახისთვის მარაგის აღებისას დაიღუპა.

უთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა გავრცელებულ განცხადებაში რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

„მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა საერთაშორისო საზოგადოებისა და ეუთოს ქვეყნებიდან, არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ გახშირებულ დაბომბვას ურბანული უბნების ცენტრებში, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხელყოფასა და დაშავებას იწვევს და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციას, რომ მან საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვეტოს და აზრიან დიალოგში ჩაერთოს“, – განაცხადეს რაუმ და შმიდმა.

ენტონი ბლინკენი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს – ეს არის პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი

ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, საერთაშორისო სასამართლოს მიმართა – პუტინი მსგავსი საზარელი ქმედებების ჩადენას დაუსჯელად ვერ შეძლებს

ემანუელ მაკრონი: უკრაინაში ომი იყო გამოღვიძების ზარი, ევროპისთვის „ახალი ეპოქის“ დასაწყისი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g